საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და Kempinski-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და Kempinski Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნოლდ შრედერმა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საქართველოში სასტუმრო კემპინსკის მშენებლობის დაწყების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე და ასევე, ხაზი გაუსვა ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წელს საქართველომ მიიღო დაახლოებით 5,5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი და, როგორც მან აღნიშნა, 2024 წლისთვის მათი რიცხვი პანდემიამდელ ნიშნულს - 9,4 მილიონს დაუბრუნდება.
Kempinski Hotels არის ჟენევაში დაფუძნებული ძვირადღირებული სასტუმროების მართვის კომპანია, რომელიც 78 ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და რეზიდენციას მართავს მსოფლიოს 34 ქვეყანაში და 22,500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.
ამ საიტზე ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რათა უკეთ მოგემსახუროთ.