Trial period of the product has expired. The current trial product copy will be automatically blocked in 2 weeks. You can purchase the full version of the product on the site www.bitrix24.com. ბათუმში უძრავი ქონების მყიდველების ნახევარი უცხოელია. ნაკლები იპოთეკა და ბევრი განვადება.

ბათუმში უძრავი ქონების მყიდველების ნახევარი უცხოელია. ნაკლები იპოთეკა და ბევრი განვადება.

უძრავი ქონების გაყიდვაში იპოთეკური სესხების ყველაზე დაბალი წილი შავი ზღვის კურორტ ბათუმშია, თუმცა ქალაქი ლიდერია არარეზიდენტებზე საცხოვრებელი ფართის გაყიდვით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბათუმში უძრავი ქონების მყიდველთა 50%-ს უცხოელები შეადგენენ.

თბილისში უძრავი ქონების მყიდველებს შორის უცხოელების წილი საგრძნობლად ნაკლებია, ვიდრე ბათუმში - ისინი მთლიანი გაყიდვების 8,8%-ს შეადგენს, რაც ოდნავ ნაკლებია 2019 წელთან შედარებით (9%). თბილისში ყველაზე მეტი მყიდველი საქართველოს მოქალაქეა.
კვლევის მიხედვით, საქართველოს საბანკო სისტემაში არარეზიდენტებს ნაკლები წვდომა აქვთ საკრედიტო პროდუქტებზე, შესაბამისად, ისინი ყიდულობენ ბინებს ნაღდი ანგარიშსწორებით, ან თავად დეველოპერების მიერ შეთავაზებული შიდა განვადებით. ბათუმში, სამშენებლო პროექტების 88% მომხმარებელს შიდა განვადებას სთავაზობს. ამ მაჩვენებლით შავი ზღვის კურორტი თბილისს უსწრებს. გარდა ამისა, ბათუმში ყველაზე გრძელი შიდა განვადება 3 წელია, ხოლო დედაქალაქში და სხვა ქალაქებში 2 წელი.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ბათუმში დეველოპერული კომპანიების რეალიზაცია თითქმის არასოდეს გრძელდება 4 წელზე მეტს და გაყიდვების დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში, საშუალოდ, ფართობის 66% იყიდება.
საგრძნობლად გაიზარდა უძრავი ქონების სექტორის როლი საბანკო სისტემაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა და 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს მიერ გაცემული სესხების 5,9%-ს შეადგენდა.
„პანდემიით გამოწვეული სტრესის დროს უძრავი ქონების სექტორმა აჩვენა გამძლეობის უფრო მაღალი დონე, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს გარკვეულწილად განპირობებულია როგორც საჯარო, ისე ფინანსური სექტორიდან მიღებული სარგებლით“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის კვლევაში.
ამ საიტზე ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რათა უკეთ მოგემსახუროთ.