Trial period of the product has expired. The current trial product copy will be automatically blocked in 2 weeks. You can purchase the full version of the product on the site www.bitrix24.com. საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოცულობა იანვარ-თებერვალში 12,3%-ით გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოცულობა იანვარ-თებერვალში 12,3%-ით გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვაჭრობამ საქონლით (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2023 წლის იანვარ-თებერვალში 2 898.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

ექსპორტის ღირებულება 20,3 პროცენტით გაიზარდა და 914,7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტი - 9,0 პროცენტით გაიზარდა და 1,983.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 1068.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვაში მისი წილი 36.9 პროცენტით განისაზღვრა.

ამ საიტზე ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს, რათა უკეთ მოგემსახუროთ.